Николай Гумилёв : ЭСС
Николай Гумилёв : электронное собрание сочинений.
http://gumilev.ru/
Василий Гулеури
ვარ კონკისტადორი ლითონის ჯავშანში…

ვარ კონკისტადორი ლითონის ჯავშანში,
მივყვები ვარსკვლავს, გზის მკვლევად ქცეულს,
გავივლი უფსკრულებს დარსა და ავდარში
და ბაღის ჩრდილში ვასვენებ სხეულს.

ცა შებურდულია ღრუბელთა საფარში,
ჩამოწვა ნისლი... ვდუმვარ და ველი
და მჯერა, ტრფობა მეწვევა მწველი...
ვარ კონკისტადორი ლითონის ჯავშანში.

და თუ ვერ ვპოვებ ჩემს ვარსკვლავს ციურს,
მე თვითონ შევქმნი ხატებას ღვთიურს,
მოვაჯადოვებ, სიყვარულით ავამღელვარებ.

მე ქარიშხლების ერთგული ძმა ვარ
და ჩემს საომარ სამოსში ჩავწნავ
ველების ვარსკვლავს, სურნელოვან შროშანს ელვარეს.

Просьба обо всех замеченных ошибках и опечатках сообщать по адресу gumilev.ru@gmail.com
При использовании материалов сайта ссылка остается на вашей совести
1997-2012, «Николай Гумилёв : электронное собрание сочинений»
http://gumilev.ru/