
Николай Гумилёв : электронное собрание сочинений.
http://gumilev.ru/
Василий Гулеури
ვირთხა
თრთის ლამპარი, თამაშობენ ჩრდილები,
მკრთალი შუქი ბინდმა არ გაატარა.
მაქმანებით დამშვენებულ საწოლში
შიშისაგან გაინაბა პატარა.
იქ ვინ არის? სახლის სული კეთილი?
ბავშვის თვალში იხატება კითხვა...
მაგრამ, ვაი! ხის კარადის ქვეშიდან
ნელა ძვრება საშინელი ვირთხა.
ათამაშებს თავის დიდრონ ულვაშებს,
იატაკზე ნელა-ნელა მოგორავს
და უცქერის, წევს თუ არა საწოლში
დიდთვალება, პაწაწინა გოგონა.
- დედა, დედა! მაგრამ დედას არ ესმის!
სტუმრები ჰყავს, იცინიან ქალები
და ბოროტად ელვარებენ ბინდ-ბუნდში
ვირთხის დიდი, საშინელი თვალები.
საშიშია მოლოდინი, მტანჯველი.
ოჰ, სად არის ანგელოზი სახლისა?
მალე მოდი, ანგელოზო, ძვირფასო,
დამიფარე ვირთხისგან და დამიცავ!
Просьба обо всех замеченных ошибках и опечатках сообщать по адресу gumilev.ru@gmail.com
При использовании материалов сайта ссылка остается на вашей совести
1997-2012, «Николай Гумилёв : электронное собрание сочинений»
http://gumilev.ru/