Николай Гумилёв : ЭСС
Николай Гумилёв : электронное собрание сочинений.
http://gumilev.ru/
Василий Гулеури
ფიქრები

რატომ მოჯარდნენ ჩემთან ფიქრები,
როგორც ქურდები უმთვარო ღამით?
გაბოროტებით რატომ მტანჯავენ
შურისძიების მტანჯველი შხამით?

გაქრა იმედი, გაქრა ოცნებაც
და მღელვარებით შევცქერი ნაწერს,
სჯულის ფიცარზე ვკითხულობ სიტყვებს
და აზრებს, ახლა ტვირთად რომ მაწევს.

რადგან ვუცქერდი მშვიდად დიდების
გზაზე მიმავალთ, ბევრი რომ ვაქეთ,
რადგან მხურვალე ტუჩებით ხშირად
მე შევხებივარ უცოდველ ბაგეთ,

რადგან არ ვწევდი ჯაფას, თითები
მქონდა სათუთი და მეტად ნაზი,
რადგან სიმღერებს, მოთარეშეებს,
მხოლოდ მწუხარე გასდევდათ ხაზი,

ყოველივესთვის შურისძიების
ჟამი მოვიდა ახლა უცვლელი.
როგორც ქურდები, მდევენ ფიქრები,
დამახრჩობენ და ვერ დავუძვრები.

Просьба обо всех замеченных ошибках и опечатках сообщать по адресу gumilev.ru@gmail.com
При использовании материалов сайта ссылка остается на вашей совести
1997-2012, «Николай Гумилёв : электронное собрание сочинений»
http://gumilev.ru/