
Николай Гумилёв : электронное собрание сочинений.
http://gumilev.ru/
Василий Гулеури
გონიერი დემონი
ძველი მეგობარი, ერთგული დემონი
ჩემს გვერდით სიმღერას მღერის:
- მთელ ღამეს ებრძოდა მორევს მეზღვაური,
დილით კი ტყვე გახდა ფსკერის.
ირგვლივ იმსხვრეოდა ტალღათა კედელი
და ქარი შხეფებად შლიდა.
მეზღვაურს ძალას და მხნეობას მატებდა
მისი სიყვარული წმინდა.
“მენდე, არ გიმტყუნებ” - ტალღათა ჭიდილში
ესმოდა ძახილი ტკბილი...
- მაგრამ, - კვლავ მაფრთხილებს დემონი, - გახსოვდეს,
ის ფსკერზე დაეშვა დილით.
Просьба обо всех замеченных ошибках и опечатках сообщать по адресу gumilev.ru@gmail.com
При использовании материалов сайта ссылка остается на вашей совести
1997-2012, «Николай Гумилёв : электронное собрание сочинений»
http://gumilev.ru/