Николай Гумилёв : ЭСС
Николай Гумилёв : электронное собрание сочинений.
http://gumilev.ru/
Василий Гулеури
ზმანებები

მიტოვებულ და ღარიბულ ქოხთან,
ღობის ნაშალი შავად რომ არის,
ხმა საუბრისა ისმოდა ორთა -
ბებერი ყვავის და მათხოვარის.

ბებრი ყვავი თრთოდა ღელვისგან
და მწუხარე ხმით ჩუმად ამბობდა,
კოშკის ნანგრევში როგორ ესიზმრა,
თითქოს თამამად ცას მიაპობდა.

რომ იყო მაღლა, სხვა ჰქონდა ხვედრი,
აღარ ახსოვდა ნაღველი მიწის,
და იყო გედი, ნაზი და თეთრი,
მათხოვარი კი - ლამაზი პრინცი.

მათხოვარს ცრემლი სდიოდა უხმოდ,
ზეციდან ღამე მძიმედ იწევდა,
გზად მიდიოდა მოხუცი უცხო
და აჩქარებით პირჯვარს იწერდა.

Просьба обо всех замеченных ошибках и опечатках сообщать по адресу gumilev.ru@gmail.com
При использовании материалов сайта ссылка остается на вашей совести
1997-2012, «Николай Гумилёв : электронное собрание сочинений»
http://gumilev.ru/