Николай Гумилёв : ЭСС
Николай Гумилёв : электронное собрание сочинений.
http://gumilev.ru/
Василий Гулеури
ხელთათმანი

ჩემს ხელზეა ხელთათმანი,
არა, მე მას არ გავიხდი.
რასაც მალავს ეს მაქმანი,
ძვირფასია მოგონებად,
მასზე ვფიქრობ, შემატყობდი, თუკი მიხვდი.

ხელს მატყვია ნაკვალევი
ნაზი ხელის თითებისა,
ამიტომაც დავმალევი
და ინახავს მოგონებად
ხელთათმანი, მეგობარი ფიქრებისა.

თვითეულს აქვს გამოცანა,
თავის გულში მალავს რამდენს.
საიდუმლო ამისთანა
ჩემთვის არის ხელთათმანი,
არ გავიხდი მე მას ახალ შეხვედრამდე.

Просьба обо всех замеченных ошибках и опечатках сообщать по адресу gumilev.ru@gmail.com
При использовании материалов сайта ссылка остается на вашей совести
1997-2012, «Николай Гумилёв : электронное собрание сочинений»
http://gumilev.ru/