Николай Гумилёв : ЭСС
Николай Гумилёв : электронное собрание сочинений.
http://gumilev.ru/
Василий Гулеури
იმპერატორს

აჩრდილო რაღაც უცნობი ძალის,
ნუთუ შენ, ვინც ბედს კანონს კარნახობ,
იმპერატორო, ბნელ სამარესთან
გინდა, რომ შენზე ვილაპარაკო?

არ ვარ ტრიბუნი, არც სენატორი,
დარდი მაწუხებს და ძლიერ მიკვირს,
მოხეტიალე, საწყალ მომღერალს,
იმპერატორო, რად მადგამ გვირგვინს?

მდიდართა კარი ჩვენთვის დახშულა
და ჩემს საცოდავ ზღაპრებს-სიმღერებს
მხოლოდ ცხოველნი უსახლკარონი
და მაღალ მთებში მწყემსნი ისმენენ.

დაიხა ჩემი ძველი ქიტონი,
ხმა დამისუსტდა, თვალთ ცრემლი მჟონავს,
მაგრამ შენ თქვი და გემორჩილები,
იმპერატორო, ერთგული მონა.

Просьба обо всех замеченных ошибках и опечатках сообщать по адресу gumilev.ru@gmail.com
При использовании материалов сайта ссылка остается на вашей совести
1997-2012, «Николай Гумилёв : электронное собрание сочинений»
http://gumilev.ru/