Николай Гумилёв : ЭСС
Николай Гумилёв : электронное собрание сочинений.
http://gumilev.ru/
Василий Гулеури
ჩემთან ყვავილნი არა ხარობენ…

ჩემთან ყვავილნი არა ხარობენ,
მათი სიტურფე მატყუებს წამით,
ერთ დღეს ჰყვავიან, ჭკნებიან ღამით,
ჩემთან ყვავილნი არა ხარობენ.

არც ფრინველები ცხოვრობენ ჩემთან,
იფხორებიან და მიწას თხრიან,
დილით კი - მხოლოდ ბუმბული ყრია...
არც ფრინველები ცხოვრობენ ჩემთან.

მხოლოდ წიგნები დგანან რვა რიგად,
მუდამ მდუმარე, მძიმე ტომები,
მათში თვლემს ცეცხლი ძველი ომების,
მხოლოდ წიგნები დგანან რვა რიგად.

ვინც მე მომყიდა, ის ბუკინისტი
იყო ღატაკი, კუზიც ამკობდა...
...მახსოვს, საფლავთა იქით ვაჭრობდა,
ვინც მე მომყიდა, ის ბუკინისტი.

Просьба обо всех замеченных ошибках и опечатках сообщать по адресу gumilev.ru@gmail.com
При использовании материалов сайта ссылка остается на вашей совести
1997-2012, «Николай Гумилёв : электронное собрание сочинений»
http://gumilev.ru/