Николай Гумилёв : ЭСС
Николай Гумилёв : электронное собрание сочинений.
http://gumilev.ru/
Василий Гулеури
მე არ მოვიღებ შენს მიმართ წყევლას…

მე არ მოვიღებ შენს მიმართ წყევლას,
მე განშორებამ ამავსო დარდით.
მსურს ისევ ვკოცნო შენი ხელები
და კვლავ მიყვარდე, როგორც მიყვარდი.

ყველა ასრულდა, რასაც ვნატრობდი
სიყმაწვილისას ტრფობით ვნებული,
შენს ნაზ ხელებში ვნახე ხანჯალი,
რომ ელვარებდა გაშიშვლებული.

სიკვდილის თრთოლვას მიძღვნი საჩუქრად
და არა ოხვრას მხურვალე ვნების...
წამიყვან ქვეყნად სამარადისო
და სრულყოფილი ბედნიერების.

Просьба обо всех замеченных ошибках и опечатках сообщать по адресу gumilev.ru@gmail.com
При использовании материалов сайта ссылка остается на вашей совести
1997-2012, «Николай Гумилёв : электронное собрание сочинений»
http://gumilev.ru/