Николай Гумилёв : ЭСС
Николай Гумилёв : электронное собрание сочинений.
http://gumilev.ru/
Василий Гулеури
მწამდა, ვფიქრობდი

სერგეი მაკოვსკის

მწამდა, ვფიქრობდი, მზე ჩემთვისაც ბოლოს გაბრწყინდა,
დასთმო, არ არის შემოქმედი ბედის მკითხველი.
გაყიდული ვარ! აღარა ვარ ღვთისა! წავიდა
გამყიდველი და დამცინავად მიმზერს მყიდველი.

გუშინდელი დღე მოწყვეტილი ლოდივით მოდის,
როგორც უფსკრული, მელოდება წინ დღე ხვალისა,
მივალ... ოდესმე ჩაინთქმება უფსკრულში ლოდი,
უსარგებლობა ვიცი ჩემი გზა-სავალისა.

თუ შემიძლია, ნებით ხალხი მყავდეს ძლეული,
თუ ღამ-ღამობით შთაგონება ჩემს გვერდით უფლობს,
თუ საიდუმლოს ვფლობ - პოეტი, მეფე, გრძნეული -
მაშინ დაცემა საშინელი იქნება უფრო.

აი, მესიზმრა, ჩემი გული ტკივილს აღარ გრძნობს,
ზანზალაკია ფაიფურის, ჩინეთში ფერად,
ჭრელ პაგოდაზე ჰკიდია და რეკვას განაგრძობს,
მინანქრის ცაზე წეროთა გუნდს აკრთობს ეს ჟღერა.

ხოლო გოგონა აბრეშუმის ვითელ ქაბაში,
რომ მოუყარგავთ ოყროს yვავილთ, ბზიქებს, დრაქონებს,
ფეხმორთხმით ზის და არას ფიყრობს, თითყოს ზღაფარSი
ზარის ხმას უსმენს და ვეროებს მზერას აyოლებს.

Просьба обо всех замеченных ошибках и опечатках сообщать по адресу gumilev.ru@gmail.com
При использовании материалов сайта ссылка остается на вашей совести
1997-2012, «Николай Гумилёв : электронное собрание сочинений»
http://gumilev.ru/