
Николай Гумилёв : электронное собрание сочинений.
http://gumilev.ru/
Василий Гулеури
ბუხართან
გამუქდნენ ჩრდილები... მინავლდა ბუხარი,
გულხელდაკრეფილი ის იდგა მწუხარე,
შორეთში მიეპყრო უძრავი მზერა და
თავის დარდს ამხელდა, გულს ჯავრი სერავდა.
“მე მოვვლე უცნობი ქვეყანა მრავალი,
ოთხმოც დღეს ვიდოდა ჩემი ქარავანი.
მრისხანე, პირქუში მთები და ტყეები
მისდევდნენ ერთმანეთს, როგორც ეს დღეები.
და ხშირად, როდესაც წყვდიადი წვებოდა,
ჩვენს სმენას უცნობი ყმუილი სწვდებოდა.
ვიღებდით ორმოებს და ტყეებს ვკაფავდით,
ღამით ჩვენს სადგომთან ლომებსაც ნახავდით.
მაგრამ იქ სიმხდალეს არცერთი ვიჩენდით,
ვესროდით, სამიზნედ ლომის შუბლს ვირჩევდით.
გავთხარე ტაძარი, წარსულში ელვარე,
ჩემს სახელს ატარებს მდინარე მღელვარე.
ტომები, სხვას რომ არ მონებდნენ არასდროს,
უსმენდნენ ჩემს სიტყვას, არ ცვლიდნენ ჩემს კანონს.
ახლა კი სუსტი ვარ, თითქოს სიზმრის ტყვე ვარ,
სული ავად არის, მეც ავადმყოფს ვგევარ.
შიში დამეუფლა, შიში არნახული,
ოთხ კედელს შორის ვარ მე აქ ჩამარხული.
არც პირბასრ იარაღს, არც ტალღას აწყვეტილს
არ შესწევს დღეს ძალა ამ ჯაჭვის გაწყვეტის...”
კუთხეში მიმდგარი უსმენდა ქალი და
ბოროტი ღიმილი უკრთოდა თვალიდან.
Просьба обо всех замеченных ошибках и опечатках сообщать по адресу gumilev.ru@gmail.com
При использовании материалов сайта ссылка остается на вашей совести
1997-2012, «Николай Гумилёв : электронное собрание сочинений»
http://gumilev.ru/