Николай Гумилёв : ЭСС
Николай Гумилёв : электронное собрание сочинений.
http://gumilev.ru/
Василий Гулеури
ფრინველი

გადამავიწყდა სიტყვები, მორჩა,
ვეღარა ვბედავ განვაგრძო მესა,
მაღლა მრისხანე ფრინველი მოჩანს,
თვალთაგან ცეცხლი ავად რომ კვესავს.

მესმის ყაშყაში შეკავებული,
როგორც ციმბალის ჩუმი ჟღრიალი,
როგორც სალ კლდეებს მინარცხებული
შორეული ზღვის ღელვა-გრიალი.

ვხედავ - ფოლადის ბასრი ბრჭყალები
კამარას კრავენ ჩემს თავზე ნელა,
თითქოს მდინარის თრთიან ჭავლები,
მთვარის შუქზე რომ ვერცხლისფრად ელავს.

ვშიშობ, რა უნდა, რას მოველოდე,
მე ხომ არა ვარ ყრმა განიმედი,
სინათლით სავსე ზეცას ელადის
არ შევყურებდი შვებით, იმედით.

თუ ეს მტრედია გამოცხადებად
უფლის სიტყვისა: - მზადა ხარ! - მაშინ
ასე ძალიან რად გასხვავდება
მათგან, ჩვენთან რომ ცხოვრობენ ბაღში?

Просьба обо всех замеченных ошибках и опечатках сообщать по адресу gumilev.ru@gmail.com
При использовании материалов сайта ссылка остается на вашей совести
1997-2012, «Николай Гумилёв : электронное собрание сочинений»
http://gumilev.ru/