Николай Гумилёв : ЭСС
Николай Гумилёв : электронное собрание сочинений.
http://gumilev.ru/
Василий Гулеури
შინაბერა

ცხოვრება სევდაა, ცხოვრება ფუჭია,
არ ინდობს არავის სავსებით.
იგივე ნოხები სასტუმრო ოთახში,
იგივე მტვრიანი თასები.

ხელთ ვიღებ პატარა, ნაცრისფერ, მტვრიან ტომს,
გავფანტო ნაღველი წყეული.
მაგრამ ამ ტომებშიც სხვა უყვართ კავალრებს
და არა მე, ასე ეული.

სრულიად სხვაგვარი, სრულიად სხვაგვარი,
მოვჩანვარ ვეება სარკეში.
მე ვარ ნაიადა, მთვარის სინათლეზე
ლივლივა მდინარის ტალღებში.

ვარ საუკუნეთა სიღრმეში მცხოვრები
პრინცესა, სულს ტრფობა სჭირდება
და ვისმენ მთრთოლვარედ ლამაზი პაჟისგან
წარმოთქმულ ხოტბას და დიდებას.

ან ბალზე, ვერსალში, როცა დედამიწა
დღისით დაღლილ თვალებს ასვენებს,
ვატყვევებ თვით მეფეს, ხოლო სხვა ჭაბუკთა
მზერას სევდის ცრემლი ასველებს.

ანდა ჩემს რომანსებს ეტრფის თვით პარიზი,
ხალხზე მაგიურად მოქმედებს
და ისე ძლიერ, რომ ცნობილი პოეტი
მე მიძღვნის სტანსებს და სონეტებს.

მერე... გავთხოვდები, ვიქნები ერთგული,
ქალი ქმრისთვის უნდა ცხოვრობდეს,
მაგრამ ჩემს ოცნებას, ჯიუტს და თავნებას
რა შეცვლის სიცოცხლის ბოლომდე.

და, სამაგიეროდ, დაღლილთან სიკვდილი
ცხენით მოჭენდება ფიცხელით,
ვით უცხო რაინდი, ქერცლიან ჯავშანზე
ვარდი რომ უელავს წითელი.

Просьба обо всех замеченных ошибках и опечатках сообщать по адресу gumilev.ru@gmail.com
При использовании материалов сайта ссылка остается на вашей совести
1997-2012, «Николай Гумилёв : электронное собрание сочинений»
http://gumilev.ru/