Николай Гумилёв : ЭСС
Николай Гумилёв : электронное собрание сочинений.
http://gumilev.ru/
Василий Гулеури
მე და თქვენ

ვიცი, არა ვარ მე თქვენი სწორი,
უცხო ქვეყნიდან მოვედი აკი.
გიტარის ხმები გულში არ მწვდება,
მე მიყვარს ზურნის ველური ჰანგი.

არა დარბაზებს, არა სალონებს,
პიჯაკებს, კაბებს, სამკაულს ულევს -
ლექსებს ვუკითხავ ზღაპრულ დრაკონებს,
წყალვარდნილებს და ღრუბელთა ქულებს.

მიყვარს - არაბი ცხელ უდაბნოში
წყალს ნეტარებით, შვებით რომ მოსვავს,
არა რაინდი, ფუნჯით ნახატი,
ტანთ რომ ძვირფასი სამოსი მოსავს.

და სულსაც დავლევ არა საწოლში,
ექიმთან, როგორც მრავალს სჩვევია,
არამედ სადმე, ველურ ბუჩქნარში,
ხშირი სურო რომ შემოხვევია.

რათა ვეწვიო არა სამოთხეს,
ყოველ პროტესტანტს ხატად რომ დასდევს,
არამედ ადგილს, სადაც მეძავი
ყაჩაღთან ერთად შეჰყვირებს: აღსდექ!

Просьба обо всех замеченных ошибках и опечатках сообщать по адресу gumilev.ru@gmail.com
При использовании материалов сайта ссылка остается на вашей совести
1997-2012, «Николай Гумилёв : электронное собрание сочинений»
http://gumilev.ru/