Николай Гумилёв : ЭСС
Николай Гумилёв : электронное собрание сочинений.
http://gumilev.ru/
Василий Гулеури
ბეჭედი

გოგონას ხელიდან გაუსხლტა
ბეჭედი და ჭაში ჩაუვარდა.
ვედრებით ხელს იწვდენს ჭისკენ და
ბეჭედს სთხოვს, მას ასე რომ უყვარდა.

- ჭაო, ბეჭედი დამიბრუნე,
მასში ზის წითელი ლალის თვალი,
რად უნდათ იგი სველ ტრიტონებს,
ან რისთვის ევლება ცივი წყალი? -

წყლის სარკე სიღრმეში აიმღვრა
და ყრუდ მოისმა ბურტყუნი მაღლა:
- შენი ბეჭედი მოგვეწონა,
ცოცხალი სხეულის სითბო ახლავს. -

- ჩემს საქმროს შებოჭავს ნაღველი,
დარდით და წუხილით დაიღლება,
ცივ წყალში ჩაუშვებს ხელებს და
მხურვალე ცრემლებად დაიღვრება. -

წყალში ტრიტონთა სიფათები
გამოჩნდა, რკალი რკალს მოეკონა:
- ადამიანის სისხლის მსგავსი
შენი ლალის თვალი მოგვეწონა. -

- ჩემს საქმროს მხოლოდ სიყვარული
და მასზე ლოცვები ასულდგმულებს,
ვთხოვ და ფოლადის სამართებლით
ვენებს გადაიხსნის, არ მიმტყუნებს. -

- ბეჭედი, ალბათ, მკურნალია,
რადგან შეგეპარა სევდა ხმაში,
თუ მამაკაცი შეგიყვარებს,
ბეჭედს დაიბრუნებ მხოლოდ მაშინ. -

- ოქრო სხეულზე ლამაზია,
ლალი სისხლზე უფრო მეწამული,
დღემდე ვერ შევძელი, რომ გამეგო,
სიყვარულით როგორ ძგერდა გული.

Просьба обо всех замеченных ошибках и опечатках сообщать по адресу gumilev.ru@gmail.com
При использовании материалов сайта ссылка остается на вашей совести
1997-2012, «Николай Гумилёв : электронное собрание сочинений»
http://gumilev.ru/