
Николай Гумилёв : электронное собрание сочинений.
http://gumilev.ru/
Василий Гулеури
კატია კარდოვსკაიას
კვლავ რომ შევხვდებით, მაშინ, როდესაც
აღარ იქნებით პატარა გოგო,
ტანში მოხრილი, ჩია მოხუცი
ისევ ვიხილავ ამ ალბომს როგორს,
ალბომს, რომელშიც იქნება ბევრი
კალმით ნაწერი რითმა გრძნობისა -
ავტოგრაფები ბლოკის, ბალმონტის,
რემიზოვის და ბრიუსოვისა.
და ბედნიერი ვიქნები ძლიერ,
ო, გაგახსენოთ, დიდი ხნის წინათ
ვცდილობდი როგორ შემევსო პირველს
სათუთად, ნაზად, სტრიქონთა მძივად
კარდონის სუფთა, ქათქათა გვერდი
ამ ლექსით, ცისფერ მელნით რომ ვწერდი.
“იცით, ბავშვობის”, - თქვენ მეტყვით მარდად, -
არ მახსოვს რამე, ბოიკას გარდა”.