
Николай Гумилёв : электронное собрание сочинений.
http://gumilev.ru/
Василий Гулеури
გათავისუფლება
მორჩა! კარები მიიხურა ტუსაღის უკან.
აღარ გრძნობს ხელზე მძიმე ჯაჭვის საზარ სიცივეს.
ნაღვლობს, ობობას მიჩვეულს რომ ემშვიდობება,
უნდა გაშორდეს საპყრობილეს, წარსულს იცილებს.
ზედამხედველი ებრალება... (ის უღიმოდა
ზოგჯერ სევდით...) და მეგობარი გისოსებს მიღმა...
ძელიც... ეჰ, მასზე ქანაობდა ერთხელ დამხრჩვალი,
ვინც სიცოცხლეში ატარებდა მძარცველის ნიღაბს...
წუხს? მაგრამ წამსვე, როს კედლების გაქრა ჩვენება,
თვალებში გაკრთა ვერაგობა და აღტაცება.
ცხელი მზე ათრობს, ძარღვებში და გულში ეღვრება...
მიდის სამყაროს დასაპყრობად, დასატაცებლად.
Просьба обо всех замеченных ошибках и опечатках сообщать по адресу gumilev.ru@gmail.com
При использовании материалов сайта ссылка остается на вашей совести
1997-2012, «Николай Гумилёв : электронное собрание сочинений»
http://gumilev.ru/