
Николай Гумилёв : электронное собрание сочинений.
http://gumilev.ru/
Ани Копалиани
...სიზმარი ვნახე
სიზმარი ვნახე, ვიწექით უბრად
გვერდიგვერდ _ მკვდრები ვიყავით ვითომ.
ორი ქათქათა, ქათქათა კუბო
გვერდიგვერდ იდო.
_ ეს როგორ მოხდა? _ ვითხოვდით პასუხს,
_ ან როდის მოხდა? ან გასტანს რამდენს?
უცნაურია, რომ გული არ წუხს,
ლოდი არ ადევს.
გრძნობები ისე შორს დაგელავდნენ,
ფიქრები გახდნენ ისე ყუჩები,
და აღარ მსურდნენ, თუმც კვლავ ელავდნენ,
შენი ტუჩები.
აღსრულდა ბოლოს: ვიწექით უბრად
გვერდიგვერდ _ მკვდრები,ვიწექით მშვიდად.
ორი ქათქათა, ქათქათა კუბო
გვერდიგვერდ იდგა.
Источник: lib.ge (http://www.lib.ge/body_text.php?7318)
Просьба обо всех замеченных ошибках и опечатках сообщать по адресу gumilev.ru@gmail.com
При использовании материалов сайта ссылка остается на вашей совести
1997-2012, «Николай Гумилёв : электронное собрание сочинений»
http://gumilev.ru/