Николай Гумилёв : ЭСС
Николай Гумилёв : электронное собрание сочинений.
http://gumilev.ru/
Василий Гулеури
სენი

უახლოვდება კაიროს გემი
მორთული მისნის გრძელი ალმებით.
მატროსთა სახით ადვილად ხვდებით,
რომ ბინადრობენ აღმოსავლეთით.

დაფაციფუცობს კაპიტანი და
მჭახე ხმით ყვირის, დაიცვან წესი.
გემსართავებთან მუქ სახეებზე
აქა-იქ გაკრთის წითელი ფერი.

უკვე დილიდან ბავშვების გროვა
ნავმისადგომთან ნაპირს ედება,
რათა იხილონ, გადამთიელთა
უცხო ხომალდი სად გაჩერდება.

სახურავებზე სხედან ყარყატნი
და წინ იწვდიან კისრებს,
მაღლა არიან, ყოველივეს
ხედავენ მყისვე.

მათ - გრძნეულებს და ჰაერის მოგვებს
ძალუძთ შეიცნონ სხვისთვის ფარული:
თუ რატომა აქვს ერთ მაწანწალას
ლოყა ლაქებით გადაფარული.

ყარყატები კი ყვირიან, მაგრამ
არავინ არის აქ მათი მსმენი,
აბრეშუმის და სუნამოს გვერდით
ნელ-ნელა აღწევს ქალაქში სენი.

Просьба обо всех замеченных ошибках и опечатках сообщать по адресу gumilev.ru@gmail.com
При использовании материалов сайта ссылка остается на вашей совести
1997-2012, «Николай Гумилёв : электронное собрание сочинений»
http://gumilev.ru/